პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა – ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ”

პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა - ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ"პოეტმა მაია ხოფერიამ 6-7 ოქტომბერს თავის მშობლიურ ქალაქ ფოთში მეოთხე პოეტური კრებული წარადგინა. გაყიდული წიგნების თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა. პოეტმა გურიაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს პროდუქტები შეუძინა და მეგობარ პოეტებთან ერთად მოსახლეობას დაურიგა.

-მინდა, მადლობა ვუთხრა ფოთის საქველმოქმედო ფონდს, ლიდერ ქალთა კლუბსა  და არტ გალერეას, ასევე ამ საღამოს ორგანიზატორსა და მასპინძელს, ქალბატონ იამზე გორგოტაძეს. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, წიგნებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებაში ჩამედო. შემოვიდა 1000 ლარი, ამ თანხით შევიძინეთ  პროდუქტები და გადავეცით დაზარალებულ 20 ოჯახს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ქვემო ბახვის მცხოვრებლებს…

ამ დიდ ღონისძიებაზე მახლდნენ მეგობრები, პოეტები – ბელა ალანია, ჯუბა ღებელი და თამაზ ჩადუნელი… დაარიგეს საჩუქრად საკუთარი წიგნები, საბავშვო ლიტერატურა. ბედნიერი იყო როგორც მსმენელი, ისე სოფლის მცხოვრებნი. უზომო იყო მათი სიხარული. ვინაიდან დიდი ხანია, მწერალთა კავშირის და მისი გამგეობის წევრი ვარ, მათი სახელითაც დავეხმარეთ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, – აღნიშნა პოეტმა მაია ხოფერიამ.პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა - ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ"პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა - ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ"პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა - ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ"