,,საშინელებაა, როცა იგებ, რომ თურმე ამის ჩამდენი შეიძლება იყოს, ბრალდებები შემზარავია” – ,,მთავარის” ჟურნალისტი

,,საშინელებაა, როცა იგებ, რომ თურმე ამის ჩამდენი შეიძლება იყოს, ბრალდებები შემზარავია" - ,,მთავარის" ჟურნალისტი,,მთავარის” ჟურნალისტი ელე­ნე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი ეხმაურება კოლეგის, ,,მთავარის” დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავების ფაქტს, სექ­სუ­ა­ლუ­რ და ფი­ზი­კუ­რ ძალადობაშია ბრალდებული და წერს:

,,როცა სხვა არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რა­ღაც ამო­რა­ლურ­ზე ჩუმ­დე­ბი­ან და ისე იქ­ცე­ვი­ან, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ვბრაზ­დე­ბი ხოლ­მე. არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ბი, რაც უნდა შე­იმ­ჩნიო და რა­საც გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბის გარ­და, რა სა­ში­ნე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი შეგ­რძნე­ბაა, როცა იგებ, რომ შენი ხე­ლე­ბით შე­კო­წი­წე­ბულ, ნა­ფე­რებ, სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხა­ნია მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს, ქა­ლე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს, ძა­ლა­დო­ბა დაგ­მოს და ყვე­ლა­ნა­ირ უსა­მარ­თლო­ბას ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ებ­რძო­ლოს, თურ­მე ზის კაცი, რო­მე­ლიც ამის ჩამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ბრალ­დე­ბებს ვერც კი ვი­მე­ო­რებ, იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვია ჩემ­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის, ვინ იყო, რო­გო­რი იყო, მიყ­ვარ­და თუ არ მიყ­ვარ­და, მომ­წონ­და თუ არ მომ­წონ­და – ძა­ლა­დო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი “მაგ­რამ” და “იქ­ნებ”…

ჩემი რუბ­რი­კა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო, ხში­რად წა­რუდ­გე­ნია ლა­შას, თან ისე­თი სი­ტყვე­ბით, რომ გული ამ­ჩუ­ყე­ბია – ასე­თია ძა­ლა­დო­ბა, მე­გობ­რე­ბო. ერთი შე­ხედ­ვით ვერ ცნობ და იქ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნო, სა­დაც ამ­ქვეყ­ნად ყვეე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელო­დე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ (თუ ამ ამ­ბავ­ში შე­იძ­ლე­ბა რამე იყოს სა­ბედ­ნი­ე­რო), ჩემი სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს და აცხა­დებს იმას, რისი იმე­დიც მქონ­და და რა­შიც ეჭვი არა­სო­დეს შემ­პარ­ვია – ჩვენ­თან ძა­ლა­დო­ბა არ მო­სუ­ლა და არც მისი რა­ი­მე ფორ­მით გა­მარ­თლე­ბა.

ამ მარ­თლა სა­ზა­რე­ლი ამ­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­მა­ყობ, რომ სხვა არ­ხე­ბი­ვით სი­რაქ­ლე­მის პო­ზი­ცია არ გვაქვს და არც არა­სო­დეს გვექ­ნე­ბა. ზუს­ტად ამი­ტომ ვარ/ვი­ყა­ვი ამ და არა რო­მე­ლი­მე სხვა არ­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ჩვე­ნი მზი­ა­ნი და კე­თი­ლი გა­და­ცე­მის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი ამ­ბა­ვი ჩა­ი­წე­რა…”