,,აღარ შემიძლია, საბას კლინიკიდან მიწერენ, გთხოვთ დამეხმარეთ, მიშველეთ, ხალხო. მაპატიეთ, ასე რომ გერთვებით, ვაიმე, დედიკო, მითხარით, რა ვქნა” – უმძიმესი მოსასმენია 8 წლის საბას დედის, გვანცა თათრიშვილის ვიდეო, სადაც ყველას სთხოვს, რომ შვილი გადაურჩინონ. საბა 15 იანვარს მშობლებთან ერთად მგზავრობდა, მანქანა მოცურდა, ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფილტვების დაჟეჟილობის გამო ოპერაცია აქამდე ვერ ხერხდებოდა. საბა თურქეთში წაიყვანეს, სადაც ფილტვები იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ოპერაცია უკვე შესაძლებელია, თუმცა ახლა საბას ფულის გადაუხდებოლობის გამო კლინიკის დატოვება უწევს, არადა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია. საბას აქვს შანსი, სამშობლოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდეს. ის სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ ჩვენი დახმარება სჭირდება.
ანგარიშის ნომრები:
თიბისი ბანკი: GE95TB7924245061100008
საქართველოს ბანკი: GE06BG0000000533389540
ლიბერთი ბანკი: GE50LB0711121327201000
ვიტალი ილურიძე 06001003577

