,,ბიკენტიას საქაბაბეს მივადექი და აღმოვჩნდი @ობაში” – ,,უდღეურო, წაეთრიე თბილისში, ყავაწრუპია!” – აღშფოთებული ქუთაისელების კომენტარები

,,ბიკენტიას საქაბაბეს მივადექი და აღმოვჩნდი @ობაში" - ,,უდღეურო, წაეთრიე თბილისში, ყავაწრუპია!" - აღშფოთებული ქუთაისელების კომენტარები,,ქუთაისელებო, სირცხვილი თქვენ! შეცდომაში შემიყვანეთ. მოკლედ, ვარ ქუთაისში, მაგრად მშია და რა გაგახსენდება, როცა გშია ქუთაისში, რაც ქუთაისისთვის ავთენტურია? ბიკენტიას საქაბაბე. დავიძარი სათაფლიადან და მივადექი. აღმოვჩნდი საბჭოთა ,,პინვოიში”. ძალიან @ობაში. ადგილი, სადაც ფეხზე უნდა იდგე და ლუდს ქაბაბი მიაყოლო. ამათ არეკლამებთ ბოჯო?” – წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, რომელსაც ქუთაისელების რისხვა დაატყდა თავს.

,,ევროკავშირზე და ნატოზე მეტად შეშფოთებული ვარ”, ,,სათაფლიაში დინოზავრი რომ იყო, ვიცოდი მაგრამ კვერცხიც?”, ,,უყურე ამას ?! რა სჭირს ქუთაისს შენი გასალანძღი. ბიკენტიას საქაბაბე არ მოეწონა ამას თურმე, წაეთრიე თბილისში და წრუპე ყავა. შენ ვერ ხვდები ქუთაისის მუღამს”, ,,საერთოდ არ უნდა შეეშვით საქაბაბეში, ყავაწრუპია ვითომ სვეტსკო”, ,,კიდე კაი ბიკენტიადან არ წავიდა სათაფლიაზე, თორე დინოზავრი ქაბაბის სუნზე ეგრევე გადაყლაპავდა მაგ უდღეურს”, ,,ინტრიგანი ხო არ ხარ, ჩემი ძმა. ჩვენც გვაქვს  გემოვნება და შენზე კარგად ვიცით, სად არის უკეთესი და რა არის კარგი. ჩვენი ძველი ისტორიაა და ვინახავთ. შენ რა იცი ისტორიის ფასი, ვინ შეგიშვა სათაფლიაზე ან რა აზრს გამოიტანდი იქიდან”, ,,საწყალი ბიკენტია, ამოტრიალდებოდა საფლავში”, ,,მაგ ბიკენტიას ქაბაბი იქნება, მიმართულებას რომ მივცემ”, ,,ღმერთო, აპატიე”, – წერენ სოციალურ ქსელში.