,,მთავარის” ჟურნალისტი ბექა ყორშია ეხმაურება კოლეგის, ლაშა ნაკაიძის დაკავების ფაქტს, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული და წერს:,,გაბუმ [გიორგი გაბუნია] რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა, კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი – სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ – ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის – ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს! მთელი ,,მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის”.

