,,ნესვს 10 თეთრს ვაფასებთ და არავინ ყიდულობს, გადასაყრელია! ადამიანის ნაწვავ-ნადაგს ასე ჩალის ფასად როგორ ყიდულობენ” – გლეხების გასაჭირი

,,ნესვს 10 თეთრს ვაფასებთ და არავინ ყიდულობს, გადასაყრელია! ადამიანის ნაწვავ-ნადაგს ასე ჩალის ფასად როგორ ყიდულობენ" - გლეხების გასაჭირირამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში დავით პარწიკანაშვილის პოსტი ვრცელდება კახელი გლეხების გასაჭირზე.
,,დღევანდელ რთულ სიტუაციას მოგიყვებით: კახეთში, ნესვი რომ იტყვიან,  გადასაყრელია, 10 თეთრს ვაფასებთ და არავინ ყიდულობს. 1 კვირაა უკვე, რაც ასეა და კიდევ უფრო იმატებს მოსავალი. თუ ვინმეს გნებავთ, მობრძანდით და წაიღეთ. ფასი, მე მგონი, ძვირი არაა. ეს ჩემი ნომერია 597050895 ჭიკაანი”, – წერს სოციალურ ქსელში დავითი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა გლეხებზეც.
,,ვეფხვია იორდანიშვილი (კახეთი, ყვარელი). 7/8 ტონამდე ნესვი გვაქვს ამ ეტაპზე”, – წერს იორდანაშვილის შვილი.
,,ყვარელში ტონობით ნესვი გასაყიდი აქვს მანანიკო გაგოშვილს, დაუკავშირდით, ასევე დაუკავშირდით თამაზს – მისამართი: ყვარლის რაიონი…
სირცხვილია უკვე, იმდენს იზამენ ეს ჩარჩები, საერთოდ დააგდებს გლეხი მიწას და მერე რაღას გაყიდიან ნეტა?! ასე ჩალის ფასად როგორ ყიდულობენ ადამიანის ნაწვავ-ნადაგს და თვითონ ოცმაგად აფასებენ?!” – წერენ სოციალურ ქსელში.