უკრაინის ომიდან დაბრუნებული ნადიმ ხმალაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომ ის ახლა ძალიან მარტოა.,,არასდროს ვყოფილვარ ისე მარტო, როგორც ახლა… ომს არა მარტო სიცოცხლე და სიკვდილი მიაქვს, არამედ ის ცოცხალ ადამიანებსაც გართმევს. ისინი ისევე დაკარგე, როგორც დაღუპული გმირები, განსხვავება ის არის, რომ ის ვინც დაიღუპა, გმირები არიან და სულ ცოცხლები არიან და ცოცხლები იქნებიან. ცოცხლები კი სამუდამოდ მკვდრები ხდებიან შენთვის, იქ ფიქრობ, თითქოს მხოლოდ ისინი დაკარგე, არადა ისინი არასდროს დაიკარგებიან.
ცოცხალ ადამიანებზე საშიში არაფერი და არავინაა.
აი, ჩვენი ქვეყნის ნაწილს დააკვირდით, ისინი ყველაზე საშიშნი არიან. მე ამის შემხედვარე მარტოდ დავრჩი, საშინელებაა ეს. მეგობრებიც კი არ ყოფილან მეგობრები. საშინელებაა ცხოვრება, მით უმეტეს, ომის შემდეგ როცა ხვდები, იქ წასულს ყველა შენს იქ დაცემას ელოდა. არ აქვს მნიშვნელობას, ვის, ყველას, ადამიანებს. მე თეთრი შურით მშურს მათი, იქ ვინც გმირულად დაეცა”, – დაწერა ნადიმ ხმალაძემ.

