კარინას ქეითის მდგომარეობა კვლავ რთულია – ,,რეციდივი დაუდგინდა, ღამის გასათევიც არ აქვთ მამა-შვილს”

კარინას ქეითის მდგომარეობა კვლავ რთულია - ,,რეციდივი დაუდგინდა, ღამის გასათევიც არ აქვთ მამა-შვილს"კარინა გრიგორიანის და მისი შვილი ქეითი – ეს არის ამბავი მებრძოლ დედაზე, რომელმაც შვილის გადასარჩენად მთელი ქვეყანა შეძრა. გოგონა იტალიაში წაიყვანა, სადაც ოპერაცია დაინიშნა, დონორი თვითონ უნდა ყოფილიყო და სწორედ იმ დღეს, როცა ოპერაცია იყო დანიშნული, კარინა ცუდად გახდა. გამოკვლევებმა მელანომა დაადგინა. ქეითის დონორი კი მამამისი გახდა.

კარინა 12 თებერვალს გარდაიცვალა. ქეითი კარგად იყო, მაგრამ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეციდივი დაუდგინდა. მას ისევ რთული გზა აქვს გასავლელი.

,,სასწრაფო ამბავია! კარინას ციცქნა ქეითს ვჭირდებით ძალიან. თითქმის ყველამ იცის კარინა, ქეითი და დათო.უძლიერესი ოჯახი. ქეითს ძვლის ტვინის ბოლო საკონტროლო კვლევაზე რამდენიმე დღის წინ რეციდივი დაუდგინდა.
ეს უკვე მეორე რეციდივია. კიდევ ერთხელ და უკვე მესამედ უნდა მოერიოს ლეიკემიას. წინა რეციდივის დროს კარინამ მთები გადადგა და ქეითი სამკურნალოდ იტალიაში კლინიკა ,,ბამბინო ჯეზუში” წაიყვანა…
მძიმე მდგომარეობაშიც ბოლომდე და ბევრი იბრძოლა შვილისთვის. ბავშვს გადაუნერგეს ძვლის ტვინი, დონორი მამა გახდა. დადგა რემისიაც. კარინა ვერ მოერია თავის დიაგნოზს და გარდაიცვალა. დარჩნენ ორნი – ქეითი და დათო, მამა და შვილი!  დათო არის საუკეთესო ადამიანი,მეუღლე და მამა! მთელი ამ ურთულესი პერიოდის დროს ქეითისთვის ყველაზე კარგი გარემოს შექმნას ცდილობდა და უცებ რეციდივი დაატყდათ თავს. ექიმები ამბობენ, რომ გასავლელი გზა იმაზე რთული იქნება, ვიდრე წინა გზები იყო. ღამის გასათევიც არ აქვთ, არათუ მკურნალობის თანხა, ვინაიდან გათვლილი ფინანსებით წავიდნენ, უკანა გზის ბილეთიც კი აღებული ჰქონდათ გამოჯანრთელებული ქეითის თავის ქვეყანაში დასაბრუნებლად. და ახლა ეს ამბავი… კარინა იმ სამყაროდან ისევ შეძლებს შეუძლებელს! აქედან დათო! მაგრამ ფინანსების გარეშე ეს შეუძლებელია. ვიცი, ახლა კარინა გვხედავს და ვეიმედებით! იქიდან ძალიან დიდ ენერგიას აგზავნის შვილისთვის. ერთად უნდა გამოგვივიდეს.
წარმოიდგინეთ, მარტო ზრდის მამა ქეითს, რომელსაც ახლა 1 წამით ვერ ტოვებს და შესაბამისად, ფინანსურ შემოსავალზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოუვალი მდგომარეობაა ფაქტობრივად და ჩვენ უნდა შევძლოთ შეუძლებელი. ადამიანი ადამიანისთვის დღეა! დღეს კარინას ქეითისთვის” – წერს ანნა სააკაძე.
თბისი ბანკი
საქართველოს ბანკი
მიმღები მამა – Davit Akhvlediani