,,გუშინ რომ ცივ მჭადს ჭამდი და დღეს ორაგულის ბრუსკეტას გიმზადებს მოახლე, ეგ რანაირად?! გაღორებული ჩინოვნიკების გაზულუქებულ ცოლ-შვილს ჰკიდიათ ხალხის აზრი! ვის სთხოვენ თანაგრძნობას? ყველას რომ პირადი კადრები უფრიალა?!”

,,გუშინ რომ ცივ მჭადს ჭამდი და დღეს ორაგულის ბრუსკეტას გიმზადებს მოახლე, ეგ რანაირად?! გაღორებული ჩინოვნიკების გაზულუქებულ ცოლ-შვილს ჰკიდიათ ხალხის აზრი! ვის სთხოვენ თანაგრძნობას? ყველას რომ პირადი კადრები უფრიალა?!''სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლ-შვილის მოწოდებებს, რომ საზოგადოება გვერდით დაუდგეს უსამართლობასთან ბრძოლაში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრი იხსენებს, საკუთარ სახლში ჩაცხრილულ თემირლან მაჩალიკაშვილს, მამა გიორგი მამალაძეს, ელისო კილაძის შვილის საქმეს, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობით შანტაჟს და ა.შ.
,,ცოლი არ კმაროდა, ახლა შვილიც გამოხტა. ზოგჯერ ვფიქრობ, უკიდეგანოდ გაღორებული, კორუმპირებული ჩინოვნიკების გაზულუქებულ ცოლ-შვილზე: ალბათ ჰკიდიათ ხალხის აზრი, თორემ განა არ იციან, რომ ქურდები და კრიმინალები არიან? აბა, გუშინ ცივ მჭადს რომ ჭამდი და დღეს ორაგულის ბრუსკეტას გიმზადებს მოახლე ქალი საუზმედ, ეგ რანაირად?
მაგრამ ამ ოჯახს რომ ვუყურებ, ვხვდები – იმდენად დეგრადირებული ტლუები არიან, არც ნამუსი აქვთ, არც აზროვნების უნარი. დაეგდე რა შენთვის ჩუმად. რომელ საზოგადოებას მიმართავენ ამ პოსტებით? ვის სთხოვენ თანაგრძნობას? მთელი ქვეყანა რომ შანტაჟის შიშით აცხოვრა ბოლო წლები, ყველას რომ პირადი ცხოვრების კადრები უფრიალა, ქალს, პოლიტიკოსს, გიორგი მამალაძეს, ეკლესიაც რომ გარიეს სიბინძურეში, ყველა რომ გააშავა, დაატერორა, მილიონები მოხვეტა, სუს-ის ინსტიტუტი რომ ქვეყნის მტრებს და ჯაშუშებს არ დასდევს წლებია და ბიძოს დაქირავებულ ბიჭუშკებად აქცია, მაგ კაცის დასახმარებლად მიმართავს ხალხს?
მაჩალიკაშვილის სპეცოპერაცია კანონიერი იყო და აქ თურმე ძალის გადამეტება მოხდა, იმიტომ, რომ შვილებმა ინერვიულეთ? და ის შვილი შვილი არ იყო?
ჩემს სოსიკუნას იმდენი გაფორმებული იარაღი აქვს, ასეთი რატომ ედებოდა სახლში, ჩაუდესო და აბა, გიორგი რურუა სხვა რამეს იძახდა?
სულ მეგონა, როცა დრო მოუწევთ ამ ეპოქის მაფიოზებს და პასუხისგებაში წავლენ, მათი ცოლ-შვილი ჩუმად გადაიხვეწებიან ევროპებში. თუმცა აწი შეიძლება ვერც ეგ მოახერხონ და მხოლოდ მოსკოვის ცენტრი იყოს მათი თავშესაფარი.
მეგონა ჩუმად წავიდოდნენ და არა, ,,ხალხოოოო, ეს რა საშინელება და უსამართლობა ხდება, გვერდში დამიდექით” – ყვირილით და ისტერიკებით.
თუმცა რატომ მეგონა ასე? როცა აგერ კიტოვანის ქალიშვილი ფეისბუქზე აქეთ ლანძღავს ყველას, ვინც მის ბოდვებს არ იზიარებს”, – წერს ნინო ჟვანია ფეისბუქში.