ნანი ჩიქვინიძე: ,,როგორ ჰგავდა გუშინდელი დღე თემურის შემოქმედებას”

ნანი ჩიქვინიძე: ,,როგორ ჰგავდა გუშინდელი დღე თემურის შემოქმედებას"თემურ ჩხეიძე და ნანი ჩიქვინიძე – თეატრალურ სამყაროში გამორჩეული წყვილი…. მათი საოცარი სიყვარულის ამბავი ათეულობით წელი გაგრძელდა, ახლა კი, დიდი რეჟისორის ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.

გუშინ საყვარელი რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრიდან უამრავმა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი თემურის მეუღლე, მსახიობი ნანი ჩიქვინიძე თავის უდიდეს ტკივილზე წერს:

,,როგორ ჰგავდა გუშინდელი დღე თემურის შემოქმედებას! ჯერ ჩუმი, მაგრამ შიგნიდან დამუხტული, დაგუბებული ენერგია– სპექტაკლის პროლოგი. მერე ყველაფრის წამლეკავი, დაუოკებელი სტიქია, ეს უკვე კულმინაციაა და ბოლოს, სიჩუმე, გარინდება და სულის შემძვრელი კითხვა– ნეტავ რა იყო ეს?! თემურის ყველა სპექტაკლის ფინალი იყო ს ი ჩ უ მ ე”.