მომღერალ ლევან კბილაშვილს დღეს მოსკოვში უამრავი ადამიანი დაემშვიდობა. ქართული ტაძრიდან ჩოხოსნებმა ტაშით გამოაცილეს. 31 წლის მომღერალს, რომელიც მოსკოვში, ბინაში გარდაცვლილი ნახეს, საქართველოში ჩამოასვენებენ.,,აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით, დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოო, დედიიიიიიი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოო, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიი. განსაკუთრებული პატივი მიგაგეს, შვილო, მგონი, იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი. ეს ვინ ყოფილხარ, შვილოო. ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე, ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქათული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილოო”,- წერს მომღერლის დედა.

