ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი წერს, როგორ ატყუებენ ბოსტნეულის გამყიდველები მყიდველებს. ეს ამბავი კი ბოდბისხევის ბაზარში მოხდა. ჟურნალისტი წერს:,,ახლა რასაც მოვყვები, არ ესიამოვნებათ გლეხებს და ფერმერებს, მაგრამ ამის გამკეთებელს მე ადამიანად არ მივიჩნევ, გლეხობაზე და ფერმერობაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი.
მოკლედ, ბოდბისხევის ბაზარში, სადაც ძირითადად გლეხები საკუთარ მოსავალს ყიდიან, ვიყიდე ეს კიტრი, კვირას. ხშირად დავდივარ იქ, რადგან მინდა, გლეხებმა, მშრომელმა ადამიანებმა ნახონ სარგებელი.
ეს კიტრი ყიდვის მომენტში იყო ხასხასა. ცხადია, შევარჩიე კიდეც, მაგრამ სამი დღის შემდეგ გახდა საკვებად უვარგისი, აი, ასეთი, როგორსაც ფოტოზე ხედავთ. გამიკვირდა, სიგრილეში დავაწყე, არ გამირეცხავს და რა უნდა დამართნოდა? დღეს ვიკითხე რამდენიმე გამყიდველებთან ცალ-ცალკე და ყველამ ერთნაირი პასუხი გამცა – გვარჯილით იქნებოდა გარეცხილიო. ანუ გავრცელებული მეთოდია. გამოვშტერდი… ე.ი, გვარჯილას ხომ უყრიან, სანამ მომწიფდება, კიდევ ხომ წამლავენ ქიმიური პრეპარატებით და თურმე გვარჯილიან წყალშიც რეცხავენ.
რატომ აკეთებთ ამას, ადამიანებო, ერთმანეთის ამოწყვეტა გინდათ?! განა რაში იყენებთ ამ ფულს, რომ გიღირთ სხვისი მოწამვლა, დაზარალება, დაავადება… ამას რომ ხალხის მტრობა ჰქვია სახელად, გსმენიათ ოდესმე. მხოლოდ პოლიტიკოსები რომ გგონიათ ხალხისთვის მავნებლები და ქოქოლას აყრით, ასეთივე მავნებელი და მტერი გლეხიც შეიძლება გახდეს და არის კიდეც, ამის ჩამდენი. გაფრთხილდით (არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც), თურმე პროდუქტებს რეცხავენ გვარჯილით!”.

