ილია ჭავჭავაძის ცენტრის წევრი, გია ჯაფარიძე ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” ემოციებისგან ატირდა.
-რთული დღეა. 30 წელი მივდიოდით ამ გზისკენ. დიდი ხანი ველოდებოდით, როცა დადგებოდა დღე და ამ ევროპულ მატარებელზე შეხტომა შეგვეძლებოდა. არათუ ვინმე ეცადა, ამ მატარებელს გავყოლოდით, ყველანაირად ცდილობენ, ჩვენ არ შემოვახტეთ შემთხვევით, გამცილებელმა არ მოგვკიდოს ხელი და არ აგვიყვანოს…
ტრაგიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში. ჩემმა შვილმა, რომელიც ევროპის კავშირში გაიზარდა, მარტივი კითხვა დამისვა, სად ხედავ შენს ქვეყანას 10-15 წლის შემდეგ, რამდენი წლის იქნები ამ დროს და რამდენი წლის ვიქნები მე და შენ მეუბნები, რომ აქ ღირს ცხოვრებაო…
მე არ ვიცი, ასეთი მომენტი კიდევ როდის დადგება… წლების განმავლობაში ვაკოწიწებდით ამ მეგობრობას, ვაშენდებით წლების განმავლობაში, რომ ეს მომენტი როცა დადგებოდა, მზად ვყოფილიყავით… ჩემი ორი პირადი მეგობარია ევროპის კავშირის სახელმწიფოს საგარეო მინისტრები. ორვესთან შემიძლია ჩავიდე, ფეხით გავუღო კარი და დაველაპარაკო. ესენი საერთოდ ნამყოფები არ არიან. ერევანი, ყატარი, იორდანია _ აქ იყვნენ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ამ ქვეყნის ისტორიაში. იორდანიაში ნამყოფმა კაცმა… ორი დღის შემდეგ იორდანიამ გაერო-შიც კი არ დაგვიჭრია მხარი, ეგეც კი ვერ მოახერხეს, რომ იმ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ…
მაკრონმა სისულელე კი არ თქვა, მაგრამ მაგათ უნდათ, ისე თარგმნონ, როგორც თავად სურთ, მაგრამ ეგრე არ არის, მათზე ჭკვიანი ხალხი ვართ ზოგიერთები და ვერ გვაჭმევენ. ვიცით, რა თქვა ზუსტად მაკრონმა, ვიცით, რა თქვა შოლცმა, ვიცით, რა არის ევროპის კავშირის რეფორმირება, ევროპოს კავშირის გაფართოება, ვიცით, რა არის კვალიფიციური უმრავლესობა. ვიცით, რა არის ევროპული ღირებულებები. ზუსტად ჩვენი ღირებულებია ისინი, არ არსებობს ევროპა ჩვენ გარეშე. ევროპა ჩვენია, ამათ კი უნდათ, აქედან ძალით გამოგვგლიჯონ, – განაცხადა გია ჯაფარიძემ ინგა გრიგოლიას ეთერში.

