,,ევროპელი სტუმრები წაათრიეთ სამეგრელოში და იქ აჭამეთ მეგრული კერძებიო” – ამბავი, რომელიც აღგაშფოთებთ!

,,ევროპელი სტუმრები წაათრიეთ სამეგრელოში და იქ აჭამეთ მეგრული კერძებიო" - ამბავი, რომელიც აღგაშფოთებთ!გიორგი ზარქუა გამაოგნებელ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც არ შეიძლება გულგრილად წაიკითხო. გიორგი წერს:
მე და გიორგი მინჯიამ რამდენიმე კვირის წინ დიღომში დავჯავშნეთ ერთ-ერთ ელიტურ რესტორანში მაგიდა. სტუმრებს ველოდებოდით ევროპიდან და გვინდოდა, ქართულ-მეგრული სამზარეულო გაგვეცნო მათთვის.
სტუმრებს დავხვდით აეროპორტში. ავუხსენით, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს 3 ენა, რომ ამით ვართ მდიდრები, ყველა კუთხე კი საფირმო კერძებით გამოირჩევა.
ისინი დაინტერესდნენ მეგრული კერძებით…
რესტორანში დანიშნულ დროზე 10 წუთით ადრე მივედით, სადაც მენეჯერს ავუხსენით, რომ გვყავდა უცხოელი სტუმრები, მათ კი სურდათ, გაცნობოდნენ მეგრულ სამზარეულოს და ვთხოვეთ, გაგვმასპინძლებოდნენ ღომით, კუპატით, ხარჩოთი, აჯიკით, ტყემლით, სულგუნით, კვარაბიათი, გებჟალიით, მოკლედ, მეგრული საკვებით.
მენეჯერმა მკვახედ გვკითხა: ,,ზარქუასა და მინჯიას გვარზეა ხო ჯავშანი?”.
გაგვიკვირდა, ვიფიქრეთ, უბრალოდ ჯავშანს გადაამოწმებს და ამით ყველაფერი მორჩებაო, მაგრამ შევმცდარვართ.
რამდენიმე წუთში წითელლოყება, მსუქანი კაცი მოვიდა ჩვენთან, დიდი ალბათობით რესტორნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მოგვთხოვა ტერიტორიის დატოვება. ვიკითხეთ მიზეზი, რაზეც გვიპასუხა, რომ ჯავშანი გაუქმებულია, რადგან ჩვენს მაგიდასთან უკვე დასხდნენ სლავური წარმოშობის ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ დაბადების დღეს.
ძალიან გავბრაზდით და ვკითხეთ ჯავშანის გაუქმების მიზეზი, რაზეც პასუხი არ გაუცია. ისევ მოგვიწოდა ტერიტორიის დატოვება. ჩვენ შეგვრცხვა რუსული სიმღერების, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე ეს როგორ აგვეხსნა ევროპელი მეგობრებისთვის.
რესტორნის ხელმძღვანელთან და პერსონალთან ხელჩართულ დაპირისპირებაში ჩართვას მოვერიდეთ, რადგან ამით საქართველოს სახელი შეილახებოდა სტუმრების თვალში და წითელლოყებიანს მივაყენეთ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაუძახეს დაცვას, ტერიტორია დაგვატოვებინეს. რესტორნის პერსონალმა კი ერთხმად მოგვაძახა – თუ გინდათ, სტუმრებს მეგრული სამზარეულო გააცნოთ, წაათრიეთ თქვენს სამეგრელოში, თქვე ჩამოთრეულებოო… ჩვენ ვაღვივებთ შუღლს და სეპარატიზმს, არა? სამეგრელოს რომელიმე ქალაქში ოდესმე ვინმე მოგქცევიათ ასე?”.