,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე 20 ივნისს დაანონსებული აქციის შესახებ წერს:
,,იცით რა მაინტერესებს? ,,სირცხვილია”-ს რატომ აქვს პრივატიზებული რუსთაველი და მიკროფონი? რატომ წყვეტს, ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით აქციაზე და ვინ არა?!
ვიღაც მარიამ დოლიძე მემუქრება, ახლოს არ გაგვეკაროოო და ვინ არის? რამე ჩემზე მეტი გააკეთა ეს ცხრა წელი და არ ვიცი?! ევროპაო და სიტყვის თავისუფლებაზე არაფერი სმენია?! ,,ფორმულას” ჟურნალისტი ლევან ლომიძე მაყვედრის, ჩვენს ეთერებში დარბოდაო და ოპელი ვერ გავიგე?! ძალით გივარდებოდით?! ამ დემოკრატიით გინდათ ევროპისკენ სვლა?!”

