მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, მასზე უარი უნდა ვთქვათო, გავრცელდა მისი ტელეფონის ნომერი (591 9394…) და ჩელენჯი – ,,დაურეკე დიმიტრის”.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სქრინები, რომლებსაც მოქალაქეები დიმიტრი ხუნდაძეს უგზავნიან. ერთ-ერთი გამორჩეული მეხანძრეებს ეკუთვნით, რომლებიც წერენ:
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანგებო გადაუდებელი სახანძროს თანამშრომლები გაწუხებთ, თუ კიდევ ერთხელ იტყვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსზე უარს ვიტყვითო, წყლის ჭავლს მოგიშვებთ”.

