,,დარწმუნებული ვარ, სიკვდილსაც ასე ხელებგაშლილი და უშიშრად დახვდა” – თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

,,დარწმუნებული ვარ, სიკვდილსაც ასე ხელებგაშლილი და უშიშრად დახვდა" - თემურ ჩხეიძე გარდაიცვალაგარდაიცვალა რეჟისორი, რომელმაც ეპოქა შექმნა – თემურ ჩხეიძე.
,,დასრულდა ეპოქა, გასკდა გული! ისტორია, რომელიც არ მეორდება
არის ემოციები, რომლებსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. დარწმუნებყლი ვარ, რომ სიკვდილსაც ასე ხელებგაშლილი და უშიშრად დახვდა. რამხელა დანაკარგია მისი წასვლა ჩვენი ქვეყნისთვის, ამას კიდევ ბევრჯერ გავიხსენებთ და ვიგრძნობთ!”, ,,რეჟისორი, რომელმაც ეპოქა შექმნა ქართულ კინოსა და თეატრში! განუზომელი დანაკლისია. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ბატონი თემურის დიდებულ ოჯახს”, – წერენ სოციალურ ქსელში.
,,პანაშვიდები გაიმართება ვეძისში, ჰეიდარ აბაშიძის 11-ში (ამოსახვევი ლვოვის 56-დან). პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს, გასვენება ხუთშაბათს მარჯანიშვილის თეატრიდან”, – წერია ოჯახის განცხადებაში.