,,ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს დაურეკეს, გამოკვლევა დაფინანსებულიაო… უგულო, უსულო ქვეყანა!” – რას წერს მატილდა კატალია

,,ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს დაურეკეს, გამოკვლევა დაფინანსებულიაო... უგულო, უსულო ქვეყანა!" - რას წერს მატილდა კატალიალელა ჯავახია, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „X ფაქტორიდან“ მატილდა კატალიას ფსევდონიმით გაიცნო, ფეისბუქით საგულისხმო პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს ეხება.

,,ჩემი მეუღლის მობილური არ გამითიშავს, ახლა დარეკეს ვეტერანთა საბჭოდან: ,,ბატონო თამაზ, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია…”. ერთ-ერთი გამოკვლევისთვის, რომელიც 800 ლარი ჯდებოდა, შეიტანა დაფინანსებისთვის მოთხოვნა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ დაველოდებოდით უკუნითი უკუნისამდე და მაინც ჩავუტარეთ საკუთარი ხარჯებით.

2 თვის შემდეგ დაკმაყოფილდა. რა გეჩქარებოდათ? მალე ორმოცი იქნება და სიმბოლურად დაგემთხვიათ ბარემ… უვარგისი, უგულო, უსულო ქვეყანა”.