ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სასამართლოს კრიტიკას ეხმაურება და წერს:
,,სასამართლოზე რომ წუწუნებდა მადამ პრეზიდენტი, კერძო კომპანიის ავტომანქანით სარგებლობის გამო მაგ სასამართლოს მიერ ციხეში გაშვებულ ნიკა გვარამიაზე რას ვაპირებო, ხომ არსად წაუჩურჩულია? ამიტომ არ მჯერა მე პირადად, მაგ ქალბატონის!
სასამართლო რომ კატასტროფა გვაქვს, მაგის დასადასტურებლად,უკვე შეწყალებული უნდა ჰყავდეს ნიკა გვარამია! წინ ტვ ,,პირველია”. ჩვენი დამფუძნებლის მამა როგორ გაუშვან ციხეში, ისევ მაგაზე ჩალიჩობს ხელისუფლება (ნახავდით დღევანდელი სასამართლოს კადრებს)… ჰოდა, გაჩუმდეს მაინც ეს ქალი,ვითომ-ვითომ პრეზიდენტი, ვითომ-ვითომ დამოუკიდებელი და ვითომ-ვითომ დაპირისპირებული ,,ოცნებასთან”. აჰა, პრეზიდენტო, რეალური ამბავი და თუ გაწუხებს პოლიტიკური სასამართლო, ერთი ხელმოწერით შეგიძლია დაამტკიცო (რაის დამტკიცებელი ხარ, მარა მაინც)”.

