პარტია ,,სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიას მეგობრები საერთაშორისო კონკურსზე გადაცემულ ჯილდოს ულოცავენ. ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:,,ლამაზი ფინალი და საპატიო ჯილდო საერთაშორისო კონკურსზე: სილამაზის და ნიჭიერების ,,მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავები”, ულამაზესი ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან. და მაინც საქართველოს წარმომადგენლები ბრწყინავდნენ. მადლობა ჟიურის ამ საპატიო ტიტულისთვის, რომელიც გადმომეცა – ,,წლის დედოფალი 2022”.

