ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კონსტანტინე ძმანაშვილი რუს ოკუპანტებზე წერს და ადოლფ ჰიტლერის ნახატს აქვეყნებს:,,ყოველთვის მაღიზიანებდა, როდესაც მესმოდა – ,,რა ვქნა, მე/ჩვენ რუსული ხელოვნების სკოლას ვეკუთვნით”. არაფერს ვამბობდი, იმიტომ, რომ ეს ჩემი სტუმრებისგან მესმოდა. ნამეტანი ბევრი ადამიანი ამ ,,დიდებული რუსული კულტურის” ჰიპნოზის ქვეშ იყვნენ და არიან. ხომ გახსოვთ: ,,რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!” ჰოდა, ვის რაში სჭირდება ეს ,,დიდებული რუსული კულტურა”, ეს ტოლსტოევსკები, რახმანინოვები, პუშკინები თუ მათი პირდაპირი შთამომავლების 85%, ეს ნაძირალა ,,რუსული კულტურის ბოჰემა” ამ გაცოფებულ მხეცებს მხარს უჭერს.
და ეს გაცოფებული მხეცები მთლიანი რუსეთის მოსახლეობის 90%-ს წარმოადგენენ.. რაში გამოადგა ამ უბედურ ჯოჯოხეთს სახელით ,,რუსეთი”, ეს ,,დიდებული რუსული კულტურა”? თუ ის მხოლოდ უცხოელებისთვის არსებობს?
და ბოლოს. ისე, ინფორმაციისთვის. ქვემოთ დადებული ნახატი ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნის, რომელიც საკმაოდ კარგი ხელოვანი/მხატვარი იყო”.

