,,ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა” – დავით ქაცარავა

,,ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - დავით ქაცარავაუკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა წერს, რომ ქართველი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არ არის კარგი. ისინი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ.

,,ჩვენი მებრძოლების, ვაჟა ცეცაძის და ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არ არის დამაკმაყოფილებელი. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პარამეტრებით შეიმჩნევა გაუარესება. გოსტომელის აეროპორტში ზარინით მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ძალზედ არაეფექტურად მიმდინარეობს. დღეს ნადიმი და ვაჟა კვლავ უნდა გადავიყვანოთ დამატებით ანალიზებზე.
მორდორს (რუსეთი) და მის გულშემატკივრებს ტრადიციულად მოგ**თ ყველაფერი და თქვენს გულგასახეთქად უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!”.