,,თუ ეს მოხდა, საქართველოსთვის ეს იქნება უმძიმესი ჭრილობა ,,ოცნების” წყალობით, ამის მეშინია” – რა საფრთხე გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის

,,თუ ეს მოხდა, საქართველოსთვის ეს იქნება უმძიმესი ჭრილობა ,,ოცნების" წყალობით, ამის მეშინია" - რა საფრთხე გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვისსომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ინიციატივა ევროკავშირს ეკუთვნის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოლაპარაკებებში რუსეთი არ მონაწილეობს.

,,შეხვედრა დასრულდა! განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ ცნობილი გახდა დეტალები! აპრილის ბოლომდე უნდა შედგეს კომისია, რომელიც ოფიციალურად დაადგენს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრებს! ასევე პასუხისმგებლობას იღებენ ქვეყნები რეგიონში მშვიდობაზე! და რაც მთავარია, საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ, დაიწყონ ურთიერთთანამშრომლობა და მოამზადონ სამშვიდობო ურთიერთობების პაკეტი ორ ქვეყანას შორის!

რა არის მნიშვნელოვანი? ის, რომ თამაშიდან ამოვარდა რუსეთი! თუკი ეს ყველაფრი განხორციელდა, რუსეთი კარგავს ფუნქციას და ყარაბახში ვეღარ დაბრუნდებიან რუსი ,,მშვიდობისმყოფელები”.კარგია ისიც, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბრიუსელში და არა სოჭში (როგორც 2021-ში) ან მოსკოვში!
რა არის ცუდი?
მე მარტო იმის მეშინია, რომ არ მოხდეს აზერბაიჯანიდან ევროპის გაზით მომარაგების შემთხვევაში სომხეთზე ტრანზიტი! ანუ თურქეთამდე არ გაიაროს სომხეთზე მილმა! აქამდე ჩვენ ვიყავით პოტენციური ტრანზიტი! ეს ფუნქცია ჩვენ თუ დავკარგეთ, იქნება აუნაზღაურებელი ზარალი და კიდევ ერთი უმძიმესი ჭრილობა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების წყალობით დაგვრჩება! აქვე ჩავამატებ, რატომ მგონია ასე!

ბუნებრივია, სომხეთი-აზებაიჯანი და თურქეთი ჯვარს ასე უცებ ვერ დაიწერენ, მაგრამ ევროპამ და თურქეთმაც სომხეთს შეიძლება ამით შესძინონ რაღაც მნიშვნელოვანი ფუნქცია რუსეთისგან თავის დასაღწევად და თავის ორბიტაზე გადმოსაყვანად! ამ შემთხვევაში რუსეთი კარგავს ყველაზე სანდო პარტნიორს და დასაყრდენს ევროპაში! სომხეთი ღებულობს კარგ ბენეფიტებს: ევროპასთან დაახლოების პერსპექტივას! უკვე გაკოტრებულ რუსეთისგან თავის დაღწევის გზა ჩნდება! ნორმალიზებული ურთერთობები აზერბაიჯანთან და სომხეთთან! ისტორიული მტრობის დასასრული და ზაფხულში ქობულეთის მაგივრად ანტალია!

ამას წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებიც არ მგონია ამ ჯაჭვს მოწყვეტილი, სადაც თქვა, რომ ორ ქვეყანაში შორის დიპლომატიური  ურთიერთობები უნდა აღდგეს და შემდეგ შეხვდნენ კიდეც მინისტრები ერთმანეთს. დიდი პოლიტიკა დიდი ვაჭრობის ხელოვნებაა საბოლოო ჯამში! სომხეთისთვის კი იდეალური ბენეფიტებია!”, – წერს ნიკო მიქაია.