,,თხების მწყემსმა მიპოვა მინდორში შიშველი, მიწიანი”

,,თხების მწყემსმა მიპოვა მინდორში შიშველი, მიწიანი''ფეისბუქჯგუფში ,,ვეძებ” მძიმე ისტორია ქვეყნდება:

,,ჩემი ისტორია საშინელებათა ფილმებში მომხდარ ამბავსაც კი ჰგავს. მიპოვეს მიწაზე დაგდებული, პირდაპირი მნიშვნელობით შიშველი და მიწიანი. სადღაც გადაკარგულ ჭალაში თხებს რეკავდა კაცი, როცა აღმომაჩინა, შემდეგ პოლიციას შეატყობინეს. პოლიცია ეძებდა ამის გამკეთებელს, მაგრამ ვერ იპოვაო, ჩემი აღმრზდელი მშობლების გადმოცემით.

სამშობიაროში ჩემი დაბადება არ ფიქსირდება, ანუ ან სახლში გამაჩინა ან იქვე მიწაზე და ისაც გაითვალისწინეთ, რომ ისეთ ადგილზე ვიყავი დაგდებული, რომ სასიკვდილოდ ვიყავი ნამდვილად განწირული. ბედმა გამიღიმა, რომ დილით კაცმა თხები გამორეკა და დაბადებიდან ძალიან ცოტა ხანში მიპოვეს, თორემ, ექიმების თქმით, ვერ გავძლებდი და ან სიცივისგან გავიყინებოდი, ან ვეღარ ვისუნთქებდი.
აი, ასეთ ადამიანებს რომ უძებნით გამართლებას, ცოტა სასაცილოც კია და,  პირველ რიგში, ჩვენი, იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვისაც ეს გაუკეთეს და გთხოვთ, თავი შეიკავეთ ასეთი შეურაცხადი ადამიანების დაცვისგან”.