SOS: თბილისში სლავური გარეგნობის ადამიანები წარწერებს აკეთებენ, მსგავსი ნიშნები უკრაინაში ომამდე გაჩნდა

SOS: თბილისში სლავური გარეგნობის ადამიანები წარწერებს აკეთებენ, მსგავსი ნიშნები უკრაინაში ომამდე გაჩნდაძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს შსს-ს, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რას ნიშნავს ის ნახატები თუ წარწერები, რომლებითაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩები აჭრელდა. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ, როგორც წერენ, მსგავსი წარწერები უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაჩნდა.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ, როგორც ,,ანალიტიკა” წერს, წარწერები გაკეთებულია სტრატეგიულ ადგილებში, სადაც ადამიანებს თავის შეფარება შეუძლიათ – მიწისქვეშა გადასასვლელბზე, სარდაფებიან შენობებთან, მიწისქვეშა პარკინგებთან და ა.შ.
,,ბოლო დღეებში არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებზე შეინიშნება სპეციფიკური, აქამდე უცნობი, ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნები, რომელთაც სლავური გარეგნობის ადამიანი(ები) ახატავენ სხვადასხვა ობიექტებს… სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტ რესურსებში და ვერც ქუჩის მხატვრებიდან გავიგე რაიმე ამ უცნობი ნიშნების შესახებ…
დავიწყე თბილისის ქუჩების შემოწმება, აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები. ნიშნების 95%-ზე მეტი განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან.
ამასთნავე, რამდენიმე საინტერესო დეტალი – ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.
ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნები, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ გვხვდება.
ბოლოს უკვე წინასწარ ვხვდებოდი, სად შეიძლებოდა შემხვედროდა კიდევ მსგავსი ნიშანი – სარდაფთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ხიდთან, ბანკთან, პარკინგთან…” – წერს ფეისბუქგვერდი ,,ანალიტიკა”. 
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ბევრი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ომის დროს გარკვეულ ნიშნებს აკეთებდნენ გზებსა და შენობებზე, რომლებითაც რუს სამხედროებს ქალაქებსა და სოფლებში შესვლას უადვილებდნენ და სტრატეგიულ ადგილებზე მიანიშნებდნენ.