მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად მდინარეში მამაც შევიდა. მამაკაცმა მდინარიდან ამოსვლა მოახერხა, მოზარდი კი ვერ იპოვეს.
ამბები.ჯი

