,,ქაჩა, ძმაო, შენს ვაჟკაცურ სულს ვენაცვალე” – ოკუპანტებმა დათო მენაბდიშვილი მოკლეს

,,ქაჩა, ძმაო, შენს ვაჟკაცურ სულს ვენაცვალე" - ოკუპანტებმა დათო მენაბდიშვილი მოკლესდღეს უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთ-ერთი დათო მენაბდიშვილია, მეგობრებისთვის – ქაჩა.
,,შენც შეგიწირეს რუსებმა, ჩემო ძმაო. ქაჩააა, როგორ დამენანე, როგოორ… გმირი გახდი, ჩემო ძმაო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”, ,,ვაჰ, ქაჩა, ძმაო, შენს ვაჟკაცურ სულს ვენაცვალე”, ,,მაგარი მეომარი და ძალიან წესიერი კაცი”, – წერენ სოციალურ ქსელში.
უკრაინაში დღეს 5 მებრძოლი დაიჭრა. მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.