შალვა ბუაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმ არნახულ სოლიდარობაზე, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს მსოფლიო.,,შევდივარ ვარშავის ტოიოტას ცენტრში და ვეუბნები, რომ მჭირდება ეს თავსახური. მეუბნებიან, რომ ადგილზე არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ, 2 საათში მოიტანონ. ვპასუხობ, რომ ამდენი დრო არ მაქვს, რადგან უკრაინისკენ მივდივართ, ლტოლვილებს ვეხმარებით. პოლონელი ხელით მანიშნებს, ერთი წამიო, მიდის, შოურუმის ახალი, გასაყიდი მანქანის კაპოტს აღებს, ხსნის ამ თავსახურს და მაძლევს. ფულიც არ გამოგვართვა. ჰო, ზღვაში წვეთია, მაგრამ ასეთი წვეთებისგან შედგება ზღვა”, – შალვა ბუაჩიძე

