საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი თავისი ოჯახის დიდ ტკივილზე ყვება.,,ამის შესახებ არავისთვის მომიყოლია დღემდე. 1993 წელია, მამა, მამუკა და ჩვენი ბიჭები ტყვეობაში არიან, არავინ ვიცით, გადარჩებიან თუ არა…მამას რაზმის ბიჭები, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ, რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოვასვენეთ… მაგ ბიჭების ხელში ვიზრდებოდით მე და მამუკა… აეროპორტში მათ ,,ცინკის” კუბოებს ვხვდებოდით… ვერ გადმოვცემ, ეს რა ტკივილი და განცდაა… ,,ცინკის” კუბოებს როგორი სუნი აქვს, იცით? ტკივილის, სიმწრის, უსუსურობის და სიბრაზის. ცრემლი დამიშრა მას შემდეგ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, რუსეთი როგორ დამესრულებინა და როგორც იქნა, დადგა ეგ ჟამი… ახლოსაა, ძალიან ახლოსაა. თქვენს სახელს სამშობლო სანთლებად დაანთებს, ბიჭებო – გია ირემაშვილი, სერგო ქსოვრელი, ვლადიმერ ლუბოვსკი, რომან ქართველიშვილი, პაატა პატარიძე, თამაზ ტოროშიძე.
PS: ფოტოზე შუაში მამაა, მის გარშემო ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი ორი ბიძა გია და სერგო… დაიღუპნენ აფხაზეთში”, – წერს ნონა მამულაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

