ნიკოლოზ ცისკარიძე: ,,რუსეთის დროშის გარეშე არსად გავალ!”

ნიკოლოზ ცისკარიძე: ,,რუსეთის დროშის გარეშე არსად გავალ!"ქართველი მოცეკვავე, ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის არტისტია, არ აპირებს, რუსეთის დროშის გარეშე საერთაშორისო კონკურსებზე გავიდეს.

ვაგანოვას სახელობის აკადემიამ, რომელსაც ცისკარიძე ხელმძღვანელობს, შვეიცარიაში ჩანიშნული საერთაშორისო საბალეტო კონკურსისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინაიდან აკადემიამ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში, თანამშრომლობა ყველა ახალგაზრდა მოცეკვავესთან შეჩერებული იქნება. ცისკარიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პოლიტიკური, მით უმეტეს, ანტირუსული ქმედებები აკადემიისგან.

-ჩემ უკან იმ დიდებული ადამიანების პორტრეტები კიდია, რომლებმაც შექმნეს მთელი ის რეპერტუარი, რასაც ზემოხსენებული კონკურსი იყენებს, ხაზს გავუსვამ, უფასოდ. ისინი მიგვანიშნებენ, რომ როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენც შეგვიძლია გამოსვლა რუსეთის დროშის გარეშე. ამის წინააღმდეგი ვარ. მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!- ამბობს ცისკარიძე რუსეთის პირველ არხთან.

ფორტუნა