,,მე რუსულენოვანი ვარ და დღეს მძულს ეს ენა, ეს არის მკვლელების, ფაშისტების ენა, სიბინძურის ენა, მძულს ეს ხალხი”

,,მე რუსულენოვანი ვარ და დღეს მძულს ეს ენა, ეს არის მკვლელების, ფაშისტების ენა, სიბინძურის ენა, მძულს ეს ხალხი"უმძიმესია იმ ადამიანების მდგომარეობა და მოგონებები, რომლებმაც დაბომბილ ქალაქებს გამოაღწიეს და უკრაინიდან საქართველომდე ჩამოვიდნენ. ერთ-ერთია ვალენტინა, რომელიც ახლა პატარა შვილებთან ერთად ბათუმში ცხოვრობს, მისი ქმარი კი უკრაინაში იბრძვის. ვალენტინამ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” ისაუბრა:

-4 დღე მოვდიოდი შვილებთან ერთად, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით… მეც, ჩემს შვილებსაც შიგნით სიძულვილი გვაქვს და იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც რუსები კარგები არიან, ასეთი აზრები თავში არც კი მომდის. სრულიად მძულს ეს ხალხი იმისთვის, რომ კლავენ ჩვენს ბავშვებს, აუპატიურებენ მათ, წვავენ. ეს მხოლოდ პუტინი არ არის, ესენი არიან ასობითათასობით არაკაცები, რომლებისგანაც უნდა გაიწმინდოს ჩვენი პლანეტა.

მე კიევში დავიბადე, რუსულენოვანი ადამიანი ვარ. მე დასავლეთ უკრაინაში, ლვოვშიც ვყოფილვარ და არავის უთქვამს ჩემთვის, რუსულად რატომ ლაპარაკობო, მაგრამ ამ მომენტში უკვე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ რუსულად ვლაპარაკობ, ეს ფაშისტებისა და მკვლელების ენაა, ეს არის ენა სიბინძურის, რომელიც უდანაშაულო ბავშვებს ხოცავს. მძულს ყველაფერი, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, მათ შორის რუსულ ენასაც ვეღარ ვიტან. მე ამას ვერასოდეს ვაპატიებ რუსეთს. ამ გრძნობების გადმოცემა შეუძლებელია.