მარიამ ჯიშკარიანი: ,,პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება”

მარიამ ჯიშკარიანი: ,,პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება",,ეპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი წერს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა კრიტიკას ვერ უძლებს.

,,დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოვისმინე საოცარი სიტყვები: თურმე პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, თუმცა მდგომარეობა უარესდება!

სამწუხაროდ, ამგვარი სითავხედით არ ითვალისწინებდნენ ცენტრ ,,ემპათიაა”  რეკომენდაციებს, რასაც სრულიად პროგნოზირებადი უარყოფითი დინამიკა მოჰყვა. ახლაც სურთ, იგივე რეჟიმში გააგრძელონ ადამიანის დაინვალიდება.

მოვუწოდებ ყველა ექიმს, თავის თავზე ნუ აიღებენ ამგვარ პასუხისმგებლობას, თორემ ეს პასუხისგებით დამთავრდება. ყველა ეთიკური სტანდარტი მოითხოვს: თუ შენ არ შეგიძლია მკურნალობა, მიეცი უფლება, რომ სხვას მაინც მიმართოს პაციენტმა. მიხეილ სააკაშვილს ეს უფლება წართმეული აქვს. ცენტრ ,,ემპათიას” ექსპერტებს კვლავ არ ეძლევა შესვლის უფლება. რაც შეეხება მკურნალობას, კრიტიკას ვერ უძლებს, შედეგი სახეზეა!”.