„მალე დაგიბრუნდებით” – თიბისი ბანკი

„მალე დაგიბრუნდებით" - თიბისი ბანკითიბისის სერვისებით სარგებლობა დროებით შეზღუდულია. როგორც ბანკში აცხადებენ, მათი გუნდი აქტიურად მუშაობს შეფერხების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად.

„მალე დაგიბრუნდებით! საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Facebook-ის პირადი შეტყობინების საშუალებით. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”. – ამბობენ თიბისი ბანკში.

მოქალაქეებს თიბისის ბანკის სერვისებით სარგებლობა რამდენიმე საათია უჭირთ. ვერ სარგებლობენ ინტერნეტბანკით და ბანკომატიდან თანხა ვერ გამოაქვთ.