მაიკო ლომიძე: ,,სააკაშვილი ნაგიჟარი აზოველივით გაჰყვირის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! გაიმარჯვებს საქართველო!”

მაიკო ლომიძე: ,,სააკაშვილი ნაგიჟარი აზოველივით გაჰყვირის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! გაიმარჯვებს საქართველო!",,მთავარი არხის” ჟურნალისტი მაიკო ლომიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს:

,,მიხეილ სააკაშვილი ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში კვდება, უწამლოდ და უექიმოდ. მარიუპოლივით სამშრიან ალყაში ზის და ნაგიჟარი აზოველივით გაჰყვირის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! გაიმარჯვებს საქართველო და ყველაფერი კარგად იქნება! მე კი ისე დამაკომპლექსა, დამთრგუნა, დამაჩმორა და დამაპატარავა რუსულმა თავმიმდევრულმა პროპაგანდამ მთელი ათწლეული, ხმამაღლა ვერ მითქვამს – ღმერთმა უშველოს საქართველოს პრეზიდენტს! თავისუფლება პუტინის ტყვეს! თავისუფლება მიშას!”