მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში 9 ცალი ალუჩა 13,9 ლარი ღირდა.,,ყოველ წელს, ამ დროს ალუჩა 400 ლარი რომ ღირს, ხომ გახსოვთ, წელს 13 ლარი და 90 თეთრი ღირს… 9 ცალი, თხის კურკლიტოლა ალუჩა.
არც წონა აწერია და არც კილოგრამის ფასი. ვეღარ იღლიცინებთ, თირკმლის ფასი აქვსო, იმიტომ, რომ 13,90 აწერია. დავითვალე, მართლა 9 ცალია, ყველა შეფუთვაში 9! ცხრა არის!!! ცხრა!!! თითო ალუჩა იქნება 1 გრამი, ანუ 9 გრამი ალუჩა თუ ღირს 13,9 ლარი, კილოგრამი ალუჩა ღირს 1544,5 ლარი. გაიგონეთ? მაინც გამირთულეს ცხოვრება, 10 გრამი ვერ ჩადენ!!!! 14 ლარი ვერ დააწერენ!!!რთული ციფრები მაანგარიშებინეს. მეხიდაგეცეთ”.

