ელენე ჩიბურდანიძე, რომელიც უამრავი ადამიანის ნუგეშია, ახლა კომაშია. მან სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ინსულტი დაემართა. სავალუტო პუნქტში 12 წლამდე ბავშვმა მოპარა ჯაბიდან ფული. ელენე დაედევნა, წაართვა, მაგრამ ცუდად გახდა. მას ტრეპანაცია ჩაუტარდა.,,ხელი არ გაგვიშვა, ელენე!! მესამე წელია ონკო კლუბი მაქვს, ყველაზე დიდი ფერადი და ტკბილი! მესამე წელია ჩვენი საყრდენია ელენე! ყველას იმედი, ყველას ძალა, ყველას სტიმული. ელენე, როგორ გვყვარებიხარ, იცი? იმაზე მეტად, ვიდრე წარმოიდგენ! ჩემო მეგობრებო, გთხოვთ, ამ წმინდა ღამეს ჩვენი ელენესთვის ილოცეთ! ელენე კომაშია, ელენემ გაიმარჯვა კიბოზე, ელენე დაძლევს ინსულტს! ხელი არ გაგვიშვა, ელენე!’ – წერს სოფი ფირანიშვილი.
ფოტოზე ქალბატონი ელენე შვილთან ერთად

