,,გახდი გიორგის თანამებრძოლი, ერთად მთებს გადავდგამთ!” – 8 წლის გიოს გადასარჩენად ერთი ლარიც მნიშვნელოვანია

,,გახდი გიორგის თანამებრძოლი, ერთად მთებს გადავდგამთ!" - 8 წლის გიოს გადასარჩენად ერთი ლარიც მნიშვნელოვანია8 წლის გიორგის სიცოცხლისთვის 30 ათასი დოლარია საჭირო და მას კეთილი ადამიანების იმედი აქვს. მისი დიაგნოზია შუასაყრის სიმსივნე გულსა და ფილტვზე ფართო ფუძით დაკავშირებული და თიმუსთან, რომელიც იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურ-ეპითელური ორგანოა და Т-ლიმფოციტების განვითარებას აკონტროლებს. ოპერაცია ითვლება რთულად და უნდა ჩატარდეს ისრაელში მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ანნა სააკაძე ყველას მოუწოდებს უსაყვარლესი ბიჭის სიცოცხლისთვის ერთად ბრძოლას.

ანნა წერს: ,,გიოს უკვე ელოდებიან ისრაელში Schneider-ის მულტიპროფილურ კლინიკაში და, შესაბამისად, თანხებიც გაიზარდა და 98 000$-ს მიაღწია. მოხერხდა თანხის ერთი ნაწილის (პირველადი შენატანის მობილიზება) და გიო რამდენიმე დღეში ისრაელში მიემგზავრება. ფინანსური დახმარება უკვე მიიღო ჯანდაცვის სამინისტროსგან, დაეხმარა თბილისის მერია, სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ბევრი ბევრი მისთვის უცნობი თუ ნაცნობი კეთილი ადამიანების არმია. შესაგროვებელია 30 000 დოლარი.
და გიოს ისევ აქვს თავისი კეთილი არმიის იმედი. იქიდან საუკეთესო შედეგებით უნდა გაგვახაროს! ჩვენ კი თანხის მეორე ნაწილის მობილიზება უნდა მოვახერხოთ. ამ კეთილ ადამიანს ჩვენი იმედი აქვს. გახდი გიორგის თანამებრძოლი! ერთად მთებს გადავდგამთ! ერთად დავითვლით მიზნამდე.
თან გადავაზიაროთ მაქსიმალურად, რომ სხვებმაც გაიგონ გიოს ამბავი”.
საქ.ბანკი: #GE28BG0000000161845873
თიბისი: #GE98TB7222945068100007
მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)
ნათია ზარიძე
დონაცია საზღვარგარეთიდან: https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze