ელისო კილაძე: ,,ხართ გაყიდული და გარიგებული ძონძები!”

ელისო კილაძე: ,,ხართ გაყიდული და გარიგებული ძონძები!'',,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე წერს:

,,ვინც დღეს მიშას კადრები ნახა სასამართლოზე, პარტიის ლიდერშიპის და პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ჩათვლით, რუსთავის ციხესთან არ დგახართ, ბრიფინგებს არ მართავთ და მსოფლიოს არ მიმართავთ, ხართ გაყიდული და გარიგებული ძონძები! გამოაცხადეთ ტროლების მობილიზაცია და არეპორტეთ ჩემი პროფილი, მეტი რა იცით… გიული ალასანიას ბრიფინგია… შვილს უკლავენ ქალს, უკლავენ!”.

გიული ალასანიამ 5 საათზე ბრიფინგი ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მისი შვილის ამ მდგომარეობას ხალხი უკვე შეეჩვია. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი არ ავიწყდებათ.