გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს სკანდალური ჩანაწერის შესახებ, სადაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საუბარი ისმის. წერს, რომ ეს აუდიო ჩანაწერი მას აქვს.,,აუ, არა, რა, ლომი და ნარცისა ხომ ვარ და ვარ, ნიუსების ღმერთიც რომ მწყალობს და ყისმათიც?! ახლა გამოექანეთ ტიანშანიდან, ისე მთაწმინდიდანაც შეიძლება. რაო, ჩანაწერში რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი? ….ყვ@@@-ით მიჭირავსო?! ჰაა, გეცნო ფრაზები (აბა გვარი მკაფიოდ ისმის)?! ვგიჟდები ჩემს ჩიტებზე”, – გამოაქვეყნა სტატუსი ელისო კილაძემ, რომელიც ბოლო დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ღიად დაუპირისპირდა. ჯერჯერობით ამ ჩანაწერის შესახებ მეტს არაფერს ამბობს და არც იმ პირის ვინაობას ასახელებს, ვისზეც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.

