გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში გადაიყვანონ სამკურნალოდ, ამისთვის კი შემდეგ პირობას დებს:
,,მესამე პრეზიდენტი რომ ციხეში მოგიკვდეთ, წარმოდგენილი გაქვთ, რა მოხდება?! თქვენი შთამომავლობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ლაქას. გაუშვით უცხოეთში სამკურნალოდ, გამოჯანმრთელდეს და მერე დავუბრუნდეთ ამ ფეიკ პროცესებს! თავდები გჭირდებათ? მზად ვარ, დავდგე თავდებში! არ დაბრუნდება? დამიჭირეთ მე. წარმოუდგენელია მშვიდად იმის ყურება, რაც გუშინ სასამართლო პროცესზე ვნახეთ!”

