ზოგიერთი ქართული ინტერნეტგამოცემა და ფეისბუქმომხმარებელი კრემლის პროპაგანდაში აქტიურად არის ჩართული. ორი დღეა, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს პოპულარული გამოცემა უცხოეთში წერს, რომ ზელენსკის ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო.დეზინფორმაციას ეხმაურება გიგი თევზაძე და წერს: ,,მეგობრებო, აი, ამ ტყუილს ავრცელებენ მაქსიმალურად დღეს. არაფერი მსგავსი wsj-ში არ წერია… 1ტვ-ს რომ უდევს, იმ სტატიის სათაური არის ასეთი: Vladimir Putin’s 20-Year March to War in Ukraine—and How the West Mishandled It: პუტინის 20-წლიანი მარში ომისკენ და როგორ არასწორად ექცეოდა დასავლეთი მას… სტატიაში ზელენსკიზე ბევრი წერია და სულ პოზიტიური.

