ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერები კიევში მიიწვია

ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერები კიევში მიიწვიაუკრაინის პრეზიდენტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რები კი­ევ­ში მიიწვია.

-კი­ევს ეწ­ვივ­ნენ სამი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს, სამი ქვეყ­ნის პრე­მი­ერმი­ნის­ტრე­ბი – პო­ლო­ნე­თის, ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვე­ნი­ის. პო­ლო­ნეთს ასე­ვე წარ­მო­ად­გენ­და ვიცეპრე­მი­ე­რი ია­როს­ლავ კა­ჩინ­სკი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა. მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი კი­ე­ვი ოკუ­პან­ტე­ბის სა­მიზ­ნეა, აქ ჩა­მოს­ვლა ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ნიშ­ნავს. ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ლი­დე­რო­ბა. მო­ვუ­წო­დებ უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა მე­გო­ბარს, ჩა­მო­დით აქ, კი­ევ­ში. მარ­თა­ლია, ეს სა­ხი­ფა­თოა, რად­გან უკ­რა­ი­ნის ცა ჩა­კე­ტი­ლი არაა რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის, – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ და რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა, ასევე კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებებზე:

-რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს, რო­მელ­საც წვდო­მა აქვს სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, შე­უძ­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა ეს ომი თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის – სირ­ცხვი­ლით და სი­ღა­რი­ბით, მრა­ვალ­წლი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ით. ძა­ლი­ან მკაც­რი რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნა მო­გექ­ცე­ვათ თქვენც ზუს­ტად ისე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად, რო­გორც თქვენ ექ­ცე­ვით უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ოკუ­პან­ტე­ბო! რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, თქვენს ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი…

დროა სა­ჭი­რო, რომ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­დეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად ჟღერს. თუმ­ცა ჯერ კი­დევ დროა სა­ჭი­რო, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყოს უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში.