ვახტანგ მაჭავარიანი: ,,ზელენსკის ლანძღვა ჰგავს საკუთარი იღლიის ფხანვას”

ვახტანგ მაჭავარიანი: ,,ზელენსკის ლანძღვა ჰგავს საკუთარი იღლიის ფხანვას"დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ფეისბუქში წერს:

,,ზელენსკის მლანძღველებო, ანეკდოტური პერსონაჟები ხართ. მთელი მსოფლიო აღტაცებულია მისით, თქვენ კი ლანძღავთ. ბავშვობაში არ წაგიკითხიათ რუსული ლექსი: Слон и Моська ? ეს ლანძღვა ჰგავს საკუთარი იღლიის ფხანვას. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ისტორია, და მჯერა რომ უკრაინა ღირსეულად დაიცავს თავს, ზელენსკი უკვე შესულია მსოფლიო ისტორიის საუნჯეში, რაც უკვე ფაქტია”.