,,უცხოეთიდან ვეღარ შევძლებთ ფულის გამოგზავნას, რომ ოჯახები ვარჩინოთ” – საშიში სიგნალი ქართველი ემიგრანტებისთვის

,,უცხოეთიდან ვეღარ შევძლებთ ფულის გამოგზავნას, რომ ოჯახები ვარჩინოთ" - საშიში სიგნალი ქართველი ემიგრანტებისთვისუმსხვილესი შვედური ბანკი ,,ჰენდელსბანკენი“ საქართველოსა და სომხეთში  ტრანზაქციებს წყვეტს. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სანქციებს გვერდი აუარონ და რუსული სანქცირებული თანხები საქართველოსა და სომხეთში გაათერონ. უმსხვილესი შვედური ბანკი 21 მარტიდან ტრანზაქციებს  ოფიციალურად წყვეტს. ექსპერტების თქმით, თუ ამას კამპანიური სახე მიეცემა და სხვა ბანკებიც აუბამენ მხარს, შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკა დადგეს კოლაფსის წინაშე.
შვედური ბანკის ეს გზავნილი ძალიან საშიში სიგნალი აღმოჩნდა ქართველი  ემიგრანტებისთვის. თუ მართლაც კამპანიური სახე მიეცემა ამას და სხვა ქვეყნების ბანკებიც იმავეს გააკეთებენ, ემიგრანტები საქართველოში ფულის გამოგზავნას ვეღარ შეძლებენ. უცხოეთში მცხოვრებმა გიორგი მჭედლიშვილმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს:

-შვედეთის ბანკი აცხადებს, რომ საქართველოში თანხების გადმორიცხვას აჩერებს, რადგან დიდია შანსი იმის, რომ სქართველოს გავლით მოხდეს ფულის გათეთრება და ფულის მასების წასვლა რუსეთის მიმართულებით… ჩემი თხოვნაა, რომ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე არ დატოვოთ. დღეს საქართველოში ოჯახი არ არსებობს, ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს ემიგრანტი. ხალხო, შვედეთმა თუ ხმა ამოიღო, სხვა ქვეყნებმაც რომ მიაქციონ ყურადღება და შეიზღუდოს თუნდაც ლიმიტი, ვეღარ შევძლებთ თანხის გადმორიცხვას, რომ ოჯახები ვარჩინოთ საქართველოში…

ხვალ რომ ევროპამ გამოაცხადოს და საქართველოში თანხის გადარიცხვა აკრძალოს, მერე რას შვები, საქართველოს მთავრობავ? რა გეგმა გაქვთ, რითი უნდა მიხედოთ ქვეყანას? თქვენს მოსახლოებას რას უპირებთ?.. საქართველოს ბიუჯეტის 40-50 პროცენტს გზავნილები ავსებს… მთლად ისე ნუ გააკეთებთ, კაბინეტებში მოგიკაკუნოთ მოსახლეობამ და გითხრათ, რომ უკვე ზედმეტია ეს ყველაფერი.

დასაფიქრებელია ისიც, რომ, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შევიდა ძალაში, იმ ორი-სამი დღის განმავლობაში თანხის გადარიცხვა ხორციელდებოდა შეფერხებით. როგორც ჩანს, პროგრამას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, ვიდრე დააზუსტებდა რეგიონს, სახელმწიფოს, სადაც მიდიოდა თანხა… ნუ იფიქრებთ, რომ ევროპა თვალს დახუჭავს. თუ შვედეთმა ამოიღო ხმა, დამიჯერეთ, ეს ყველა ემიგრანტს შეგვეხება ყველა ქვეყანაში. ეს სანქცია ვეღარ გაარჩევს ქოცს, ნაცს და შუაშისტს. ვერ შეძლებთ ოჯახისთვის ფინანსების მიწოდებას.