უკრაინაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ,,წუხანდელი ვაჟკაცობისთვის მადლობა შენ და შენს ბიჭებს”

უკრაინაში ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ,,წუხანდელი ვაჟკაცობისთვის მადლობა შენ და შენს ბიჭებს"დღეს ძალიან მძიმე უნფორმაცია გავრცელდა – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები ომში დაღუპულ ორ ქართველ ჯარისკაცს დასტირიან.

როგორც ჩანს, ქართველმა მეომრებმა გუშინ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს.  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცს, ვანო ნადირაძეს მადლობას უხდის ვაჟკაცობისთვის. ,,მადლობა, ვანო, შენ და შენს ბიჭებს წუხანდელი ვაჟკაცობისთვის”. ვანო ნადირაძე პასუხობს: ,,მკვდარივით ვარ, ბატონო ირაკლი…”.

ვუსამძიმრებთ ქართველ მეომრებს და მთელ საქართველოს.