წულუკიანი ჟურნალისტს: ,,ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?”

წულუკიანი ჟურნალისტს: ,,ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?''კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სცალია იმისთვის, რომ ფეისბუქით ჟურნალისტებს გაეპაქროს. მისი ყველა საჯარო გამოსვლა სავსეა ჟურნალისტების ბულინგით, ლანძღვით და ახლა სოციალურ ქსელებშიც გადმოინაცვლა. ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ფეისბუქით გამოეხმაურა  გადაცემის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტის თემას ეხებოდა.

,,აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგირ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან ,,ბაშკის” ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში? ნწ, ნწ, რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!.. აქვე დავძენ, რომ ახლა აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრი უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავ”, – დაწერა კულტურის მინისტრს.

,,კულტურის მინისტრის ლექსიკონიდან: ხალადეცი, ბაშკა, ლეიბი, ბატიბუტი, თავს აქიცინებთ, არარენტაბელური კულტურული მემკვიდრეობა… გაგოშიძეების ,,ბომბონიერზე“ აქვს ნაფიქრი ყველაზე ღრმად კვაზიფრანგული ელფერის მინიჭებისთვის. ბოსტანი გავაშენე ციხეშიო, იუსტიციის მინისტრობისას იწონებდა თავს და ციხეს კი არა, სრულიად ქვეყნის კულტურას გადააკრა ბოსტნის ეფექტი”, – დაწერა ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძემ.