თიკო ნატროშვილი: ,,ჩემი რუსი მეზობლის შვილებს დასცინიან, პუტინს ეძახიან”

თიკო ნატროშვილი: ,,ჩემი რუსი მეზობლის შვილებს დასცინიან, პუტინს ეძახიან"ყოფილი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ფეისბუქში წერს:
,,რუსი მეზობლები მყავს აქ, არაჩვეულებრივი ადამიანები! მათე [შვილი] მეგობრობს ბავშვებთან. პუტინთან ჩვენი დამოკიდებულება თავიდანვე ,,გავუიასნეთ” და მერე ერთად ვაგინეთ. ჰოდა, ამ ბავშვებს დღეს სკოლაში აბულინგებენ! მამამისი დამწუხრებული მიყვებოდა, როგორ დასცინიან და ,,პუტინ, პუტინს” ეძახიან დანარჩენები.. არ მოსულა ბავშვების ბულინგი, ტეხავს!
P.S. ის ღორი ამტკიცებს რომ ხალხს იცავს და სინამდვილეში მოაძულა მთელ მსოფლიოს საკუთარი ერი!”.