ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინაში იმყოფებიან (მათ ოჯახურ ცხოვრებაზე ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში). თამუნა სოციალურ ქსელში უკრაინიდან წერს:
,,მემორი მიგდებს, რომ შარშან ამ დროს პირველი აცრა გამიკეთებია, ჯერ კიდევ მხოლოდ ექიმებს რომ ჰქონდათ ამის პრივილეგია, მესამეულ გადაცემას განვიხილავთ, იტალიას ვგლოვობთ, ჯერ არავინ მომკვდარა კოვიდით საქართველოში და რეკომენდაციებია ბანანის და ვაშლის ფეირით გარეცხვის.
დღეს უკრაინაში ვარ და ყოველ სამ საათში ერთხელ სირენების ხმას ვუსმენ, შარშან სახლებში ვიყავით გამოკეტილები და დღეს ადამიანებმა მასობრივად დატოვეს სახლები და ღამეს კარვებში ათენებენ. ამ ორ წელიწადში ალბათ ათი თაობის სიცოცხლე გავიარეთ დედამიწელებმა”.

