,,შოთიკოს გუშინ მძიმე ღამე ჰქონდა, ძირითადად სძინავს” – ციცქნა ბიჭი ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა დავტოვოთ

,,შოთიკოს გუშინ მძიმე ღამე ჰქონდა, ძირითადად სძინავს" - ციცქნა ბიჭი ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა დავტოვოთპატარა შოთიკოს უკვე ძალიან ბევრი იცნობთ და ქომაგობთ, რომ თავისი წილი ბრძოლა მოიგოს. შოთიკოს ქომაგები მის ამბებს ანნა სააკაძისგან იგებენ. ცოტა ხნის წინ ანნამ დაწერა, რომ შოთიკოს გუშინ ერთ-ერთი მძიმე ღამე ჰქონდა. ანნა წერს:

,,ამ ციცქნა ადამიანის ანგარიშზე უკვე 1600 ლარამდეა ჩარიცხული! ყველას,  უცნობსაც და ნაცნობსაც, ძალიან დიდი მადლობა მისი ოჯახის სახელით.
გუშინ ერთ-ერთი მძიმე ღამე გადავიარეთ. ასეთ დროს, როდესაც წამალი ვერ შველის, სიტყვას, მოქმედებას, ადამიანობას ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს ძალა იყავით და ხართ შოთიკოს დედიკოსთვის. გრძნობ, რომ უთანასწორო ბრძოლაში მარტო არ ხარ. ჩვენ არ ვაგროვებთ კონკრეტულ თანხას, რადგან ასეთ სიტუაციაში როგორშიც ახლა ვართ, სიცოცხლის ხარისხის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მეთოდით, მედიკამენტური, ფსიქოლოგიური,  გასართობით და ა.შ.

შოთიკოს მდგომარეობა უცვლელია. უმეტესად სძინავს. ამიტომაც შოთიკოს არმია ისევ მობილიზებულია, რომ მისთვის პატარა სასწაულები დაატრიალოს. ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა არის შესაძლებელი შოთის დედიკოს ანგარიშზე. ასევე ინფორმაციის გავრცელებაც დახმარებაა. თუ ვინმეს გაქვთ ჯგუფები და შეგიძლიათ შოთის შესახებ პოსტები დამადებინოთ, ძალიან დამეხმარებით”.
თიბისი ბანკი
#GE07TB7814545064300026
საქართველოს ბანკი #GE34BG0000000161646236
მიმღები ეთერი ნონიკაშვილი ( დედა)