,,საქართველოს მთავრობა უნდა დაფიქრდეს, ვის გვერდით დგას, ჩვენ ყველაფერს ვიმახსოვრებთ” – პავილიონისი

,,საქართველოს მთავრობა უნდა დაფიქრდეს, ვის გვერდით დგას, ჩვენ ყველაფერს ვიმახსოვრებთ" - პავილიონისილიეტუველმა პარლამენტარმა, დიპლომატმა  ,,ამერიკის ხმას” ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც უკრაინასა და საქართველოს შესახება ისაუბრა:

-უკრაინა იქნება პირველი, ვინც გაწევრდება ევროკავშირში. ამ ომის შემდეგ ისინი ევროპის ნაწილი იქნებიან. პუტინის ამ რეჟიმმა კი აჩვენა, რომ ის ვერასოდეს იქნება ევროპის ნაწილი. ეს ისტორიული ცვლილებაა. მსოფლიომ გადაწყვიტა, მოიშოროს პუტინის რეჟიმი, რადგან მათ ყველა ზღვარი გადალახეს… ამ ომის შემდეგ უკრაინას გავუხსნით ყველა კარს, ისინი უკვე ჩვენი ნაწილი არიან. პუტინის რეჟიმის ღამე დადგება,ყველაფრისთვის საფასურს გადაიხდის, სასამართლოს წინაშე წარდგება და კრიმინალებად ჩათვლიან მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინს.

-როგორ შეაფასებდით საქართველოს პასუხს რუსეთის ომზე უკრაინაში?

-ის თუ ვინაა შენი მეგობარი, გაჭირვების დროს ჩანს.ასეთი კრიზისი აჩვენებს, ვინაა ევროპელი და ვინ დგას პუტინის რეჟიმის მხარეს. ეს აჩვენებს ცალკეული ქვეყნის ევროპულობას და ჰუმანურობას. ყველა ნაბიჯს დავიმახსოვრებთ და შევაფასებთ. ისინი, ვინც ახლა უკრაინის გვერდით არიან, ჩვენ გვერდით არიან. ევროპელებმა ვიცით, რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ უკრაინის შემდეგ, ამიტომ ვინც უკრაინას ეხმარება, ევროპულად მივიჩნევთ. ისინი კი ვინც გვერდით გადგებიან, პოლიტიკურ პასუხს მიიღებენ. ევროპელობა უნდა დაამტკიცო ქმდებებით, რეფორმებით, დემოკრატიული კრიტერიუმებით… საქართველოს ამ კუთხით არ აქვს კარგი მაჩვენებლები.

-საქართველოის მთავრობა ამბობს, რომ სანქციები ქვეყანას ავნებს. რა მოლოდინებია, რომ საქართველო შეურთდეს სანქციებს, დაკეტოს ცა.

-საქართველს მთავრობა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ავნებს ეკონომიკას, თუმცა თუ უკრაინა  ომს ვერ მოიგებს. საქართველო იქნება შემდეგი. თუ აფასებ რისკებს, უნდა იცოდე, რომ თუ იქნები შემდეგი, არაფერი დაგრჩება გადასარჩენად. ნებისმიერი თანამშრომლობა რუსეთის რეჟიმთან არის უკრაინაში თქვენი ძმების და დების მკვლელობაში მონაწილეობა… საქართველოს მთავრობა უნდა დაფიქრდეს, ვის გვერდით დგას… დასავლეთს რომ მიმართავ, მაგრამ აღმოსავლეთში არაფრის გაკეთება გინდა, არ არის სერიოზული. არ უნდა გვქონდეს ეჭვები ქვეყნის დემოკრატიაზე, საქართველოს შემთხვევაში ეს ეჭვები გვაქვს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია… ვხედავ უხეშ პასუხებს მთავრობის მხრიდან, ეს არ არის ევროპა…

ამერიკის ხმა